მატუიდი: "საფრანგეთის ნაკრებში თამაშს კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვგეგმავ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატუიდი: "საფრანგეთის ნაკრებში თამაშს კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვგეგმავ"


მატუიდი:

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ "პსჟ"-დან იტალიურ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, ფრანგმა ჰავბეკმა აღნიშნა, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე გეგმავს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას.

"დიდი ისტორიისა და ამბიციების მქონე კლუბში გადავედი", - ციტირებს მატუიდის სიტყვებს Football Italia.

"იუვენტუსს" ყველა იმ ტიტულის მოგება უნდა, სადაც ასპარეზობს. ჩინებულ კლუბში ვარ. პარიზში ვთამაშობდი, ახლა კი ტურინში ვთამაშობ. ყველა საჭირო თვისება მაქვს იმისათვის, რათა ასეთ გუნდებში ვითამაშო".

"ნაკრებში ბევრი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, მაგრამ ასპარეზობის გაგრძელებას ვგეგმავ. ვიმედოვნებ, ეროვნული გუნდისთვის სარგებლიანი კიდევ მრავალი წელიწადი ვიქნები", - დასძინა ბლეზმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები