კანავარო: "იმისათვის, რათა ინტერმა და მილანმა წარმატებას მიაღწიონ, დრო უნდა გავიდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანავარო: "იმისათვის, რათა ინტერმა და მილანმა წარმატებას მიაღწიონ, დრო უნდა გავიდეს"


კანავარო:

იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-უკანახაზელმა და "ტიანცზინ ციუანცზიანის" მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კანავარომ აღნიშნა, რომ მილანური გუნდები წარმატებას უმალვე ვერ მიაღწევენ.

ლეგენდარული მცველის აზრით, "ნაპოლის" შედეგის მისაღწევად ათეული წელის დახარჯვა დასჭირდა.

"ინტერსა" და "მილანს" ფინანსური რესურსები გააჩნიათ", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Premium Sport.

"ისინი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. თუმცა, ამას დრო სჭირდება. მაგალითად, "ნაპოლიმ" თავის დონეს 10-12 წლის დახარჯვის შემდეგ მიაღწია", - დასძინა ფაბიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები