ოლდ ტრაფორდი ტევადობით ევროპაში მესამე სტადიონი გახდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოლდ ტრაფორდი ტევადობით ევროპაში მესამე სტადიონი გახდება


ოლდ ტრაფორდი ტევადობით ევროპაში მესამე სტადიონი გახდება

"მანჩესტერ იუნაიტედი" სტადიონ "ოლდ ტრაფორდის" ტევადობის 13 ათასი მაყურებლით გაზრდას გეგმავს, იუწყება Daily Mail.

თუ ეს მოხდება, მაშინ მანიკუნიანელთა არენა ტევადობის მაჩვენებლით ევროპაში მესამე გახდება.

ინგლისელებს ტევადობის 88 ათას მაყურებლამდე გაზრდა ბობი ჩარლტონის ტრიბუნების გაფართოების ხარჯზე უნდათ. ამჟამად სტადიონის ტევადობა 75 643 მაყურებელს შეადგენს.

ამჟამად ყველაზე მეტს "ბარსელონას" არენა, "კამპ ნოუ" იტევს - 93 350 მაყურებელი. "უემბლი" მეორეა - 90 000 მაყურებელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები