ბაიერნი ფავრთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნი ფავრთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს


ბაიერნი ფავრთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

"ბაიერნი" "ნიცას" მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის მიწვევით დაინტერესებული არ გახლავთ, იუწყება Blick.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტი კარლო ანჩელოტის შემცვლელად განიხილება.

შვეიცარიელს გერმანიის ჩემპიონატში უკვე უმუშავია, სადაც მიონხენგლადბახის "ბორუსიასა" და "ჰერტას" ედგა სათავეში. "ნიცასთან" კი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, ანჩელოტი 28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (0:3) წაგებული მატჩისა და ბუნდესლიგაში წარუმატებელი სტარტის გამო გაათავისუფლეს "რეკორდმაისტერის" თავკაცის პოსტიდან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები