მერტენსი: "დაღლილი არ ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მერტენსი: "დაღლილი არ ვარ"


მერტენსი:

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა განაცხადა, რომ დაღლას არ გრძნობს, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა.

აქამდე, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ თქვა, რომ უნდა, ბელგიის ნაკრებმა ფეხბურთელი უახლოესი მატჩებისთვის არ გამოიძახოს, რადგან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე გაინაღდა.

"მწვრთნელის მესმის, რადგან თითოეულ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ და თანაგუნდელებმა ტრავმები უკვე მიიღეს", - ციტირებს მერტენსის სიტყვებს La Repubblica.

"მიუხედავად ამისა, დაღლილი არ ვარ - აქამდე საკმარისად დავისვენე, როცა ბელგიის ნაკრების სკამზე ვიჯექი", - დასძინა დრისმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები