საფრანგეთის ნაკრებში კურზავას ამავი შეცვლის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საფრანგეთის ნაკრებში კურზავას ამავი შეცვლის


საფრანგეთის ნაკრებში კურზავას ამავი შეცვლის

მარსელის "ოლიმპიკის" მარცხენა მცველი, ჯორდან ამავი, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ლეივინ კურზავას ნაცვლად გამოიძახეს.

"პარი სენ ჟერმენის" 25 წლის განაპირა მცველი ეროვნულ გუნდს შეუერთდა, მაგრამ სამედიცინო შტაბმა დაადგინა, რომ კურზავას მუხლის პრობლემები აქვს და მან ნაკრების ბანაკი დატოვა.

23 წლის ჯორდან ამავიმ საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და ახლა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარების შანსი ეძლევა.

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ ტურში ბეულგარეთსა (7 ოქტომბერი) და ბელორუსს (10 ოქტომბერი) დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები