ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა


ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, დღევანდელ ვარჯიშზე დაშავდა და სავარჯიშო მოედნის დატოვება მოუწია.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" 25 წლის ვარსკვლავმა დაზიანება კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულ პაულინიოსთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

ნეიმარმა სავარჯიშო პროცესის ბოლოს დარბაზში გადაინაცვლა და მუშაობა ინდივიდუალურად გააგრძელა.

ბრაზილიის ნაკრები 5 ოქტომბერს ბოლივიას, ხოლო 11 ოქტომბერს ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს. "სელესაოს" რუსეთის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები