ლაკაზეტი: "მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაკაზეტი: "მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია"


ლაკაზეტი:

ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი, მიიჩნევს, რომ "მამლებს" 2018 წელს მუნდიალის მოგება შეუძლიათ.

"დიახ, ვფიქრობ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. თუ ყველაფერი კარგად იქნება, საფრანგეთს გრძელი გზის გავლის შანსი ექნება. ახლა ნაკრებში უამრავი ახალგაზრდა ტალანტია, რომელთა გარკვეულ ნაწილს 2014 წლის მუნდიალზე ან ევრო 2016-ზე აქვს ნათამაშები.

ტურნირის განაცხადს მე არ ვადგენ, მაგრამ თუ საკუთარ კლუბში კარგად ვითამაშებ, მაშინ რუსეთში წასვლის შანსებიც მექნება. მთავარ მწვრთნელს სურს, რომ ნაკრების ბირთვი შეინარჩუნოს", - განაცხად ლაკაზეტმა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო თასი ერთხელ, 1998 წელს, საშინაო მუნდიალზე მოიპოვა და მას შემდეგ საუკეთესო შედეგი 2006 წელს დააფიქსირა, როდესაც ფრანგები ფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში (1:1 და 4:5) დამარცხდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები