ფერარა: „კულიბალი იტალიაში სამ საუკეთესო მცველს შორისაა“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფერარა: „კულიბალი იტალიაში სამ საუკეთესო მცველს შორისაა“


ფერარა: „კულიბალი იტალიაში სამ საუკეთესო მცველს შორისაა“

„ნაპოლისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ჩირო ფერარამ, ნეაპოლური კლუბის უკანა ხაზელი, კალიდუ კულიბალი, შეაქო.

„ნაპოლი“ უკვე გაიზარდა და ახლა გამოცდილი გუნდია. მათ უკვე არც ისე კარგად მიმდინარე მატჩების მოგებაც შეუძლიათ და „იუვენტუსს“ სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

კულიბალის სერია ა-ს სამ საუკეთესო მცველს შორის შევიყვანდი, მაგრამ აგრეთვე მჯერა, რომ ნეაპოლური გუნდი ერთიანი ძალაა და თითოეული მოთამაშე უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის.

თუმცა „ნაპოლის“ დაცვის ხაზიდან უდავოდ ფაუზი გოულამს გამოვარჩევდი, რომელიც საოცრებებს აკეთებს“, - აღნიშნა ფერარამ.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყე და 7 ტურის შემდეგ 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ნეაპოლელები სერია ა-ს ლიდერობენ და „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები