რაბიო პსჟ-დან წასვლას არ გამორიცხავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რაბიო პსჟ-დან წასვლას არ გამორიცხავს


რაბიო პსჟ-დან წასვლას არ გამორიცხავს

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, საკუთარი კლუბისადმი ერთგულებასა და თავის მომავალზე ისაუბრა.

"ახლა "პსჟ-ში" არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რომელიც განვითარებასა და უმაღლესი კლასის მოთამაშედ ჩამოყალიბებაში ხელს მიწყობს.

ეს არის როლი, რომელიც მიხდება და მაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინო. ახალ კონტრაქტზე სასაუბროდ კი დრო ჯერ კიდევ ბევრია.

იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში ახალ გამოცდილებასაც მივიღებ, მაგრამ ეს შესაფერის დროს მოხდება. ახლა კი პარიზში ბედნიერი ვარ", - აღნიშნა რაბიომ.

22 წლის ფრანგი ნახევარმცველი "პარი სენ ჟერმენის" აღზრდილია და მისი მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები