სასუოლოს მცველმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სასუოლოს მცველმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა


სასუოლოს მცველმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა

„სასუოლოს“ უნივერსალურმა მცველმა, ტიმო ლეხშერტმა, მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო და საკუთარ გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა.

24 წლის ჰოლანდიელმა ტრავმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ლაციოსთან“ გასვლით თამაშში (1:6), მიიღო და მოედნის დატოვება უკვე 21-ე წუთზე მოუწია.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ტიმოს მუხლის ჯვარედინა იოგები აქვს გაწყვეტილი და მოსალოდნელია, რომ მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს.

ლეხშერტმა „სასუოლოს“ შემადგენლობაში სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
სასუოლო ტიმო ლეხშერტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები