ლიონის პრეზიდენტი: "საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგეგმავთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლიონის პრეზიდენტი: "საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგეგმავთ"


ლიონის პრეზიდენტი:

ლიონის "ოლიმპიკის" პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლა, ფრანგული კლუბის ამბიციურ გეგმაზე ალაპარაკდა.

"ჩვენ ნელ-ნელა ინვესტიციას ფეხბურთელებში ჩავდებთ და თანდათანობით საკუთარ მოდელს შევცვლით. თუმცა ლიონის "ოლიმპიკი" მსოფლიოს ტოპ-კლუბებიდან ახალგაზრდა და ნიჭიერი ტალანტების მოყვანას გააგრძელებს.

თანამედროვე სპორტში ინვესტიციის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო წლებში დიდი პროგრესი განვიცადოთ, საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ამისათვის კი ტოპ-გუნდია საჭირო", - განაცხადა ოლამ.

ლიონის "ოლიმპიკი" წლების განმავლობაში ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანი და საუკეთესო კლუბი იყო. ლიონელებმა ლიგა 1 2001-08 წლების პერიოდში ზედიზედ შვიდჯერ მოიგეს.

მიმდინარე სეზონის საწყისი 8 ტურის შემდეგ კი ბრუნო ჟენეზიოს გუნდი 13 ქულით მხოლოდ მერვე პოზიციაზე იმყოფება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლიონის ოლიმპიკი ჟან-მიშელ ოლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები