ნაპოლი იანვარში ინგლეზეს დაბრუნებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლი იანვარში ინგლეზეს დაბრუნებას აპირებს


ნაპოლი იანვარში ინგლეზეს დაბრუნებას აპირებს

"ნაპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "კიევოში" განათხოვრებული რობერტო ინგლეზეს ნაადრევად დაბრუნებას აპირებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 25 წლის იტალიელი შემტევი ნეაპოლურ კლუბს არკადიუშ მილიკის ტრავმის შემდეგ დასჭირდა. პოლონელი მუხლის დაზიანების გამო 4-6 თვეს გამოტოვებს.

რობერტო ინგლეზე "ცისფრებმა" ამ ზაფხულს გაიფორმეს, მაგრამ სეზონის ბოლომდე ვერონულ კლუბში იჯარის წესით დატოვეს.

ინგლეზემ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო, რის შედეგადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი რობერტო ინგლეზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები