კანავარო: „ჰამშიკი მარადონას რეკორდის მოხსნას იმსახურებს“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანავარო: „ჰამშიკი მარადონას რეკორდის მოხსნას იმსახურებს“


კანავარო: „ჰამშიკი მარადონას რეკორდის მოხსნას იმსახურებს“

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, „ნაპოლის“ კაპიტანი მარეკ ჰამშიკი შეაქო.

„მარეკი ნადვილი პროფესიონალი და გამორჩეული ლიდერია. ის ტიპიური ნახევარმცველი არ არის, ვინაიდან იმდენივე გოლი გააქვს, რამდენიც თავდამსხმელებს.

მან მარადონას რეკორდის მოხსნა ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოვლენილი უნიკალური პროფესიონალიზმის გამო დაიმსახურა.

ის ყოველთვის ბევრს შრომობს და მინდორზე ბოლომდე იხარჯება. მარეკმა ნეაპოლში ლეგენდის სახელი მოიპოვა და კარიერის დასრულების შემდეგ სტატისტიკაც მისკენ იქნება“, - განაცხადა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები