პისარო: „დაბადების დღე ვარჯიშზე „აღვნიშნე“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პისარო: „დაბადების დღე ვარჯიშზე „აღვნიშნე“


პისარო: „დაბადების დღე ვარჯიშზე „აღვნიშნე“

„კიოლნის“ ახალწვეულმა, კლაუდიო პისარომ, რომელსაც 3 ოქტომბერს 39 წელი შეუსრულდა, აღნიშნა, რომ დაბადების დღე ვარჯიშზე გაატარა.

“როგორ აღვნიშნე დაბადების დღე? რა თქმა უნდა, ვარჯიშზე. საკმაოდ ძლიერი გუნდების ღირსებას ვიცავდი და ვიცი რას ნიშნავს ზეწოლის ქვეშ თამაში.

თუ კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ვიგრძნობ, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებ. სამწუხაროდ, ახლა „კიოლნის“ შედეგები ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ“, - აღნიშნა 39 წლის პერუელმა.

კლაუდიო პისარო, რომელიც 8 წელი ბრემენის „ვერდერის“ და 9 წელი მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში ასპარეზობდა, „კიოლნს“ სექტემბრის ბოლოს უფასოდ შეუერთდა.

ბუნდესლიგის საწყისი 7 ტურის შემდეგ „თხები“ ერთადერთი ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები