მანჩესტერ იუნაიტედი გორეცკათი დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი გორეცკათი დაინტერესდა


მანჩესტერ იუნაიტედი გორეცკათი დაინტერესდა

გელზენკირხენის „შალკეს“ ახალგაზრდა ნახევარმცველით, ლეონ გორეცკათი, კიდევ ერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, 22 წლის გერმანელს თვალი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადგა და მის გადაბირებას იანვარში ეცდება.

გორეცკას ამჟამინდელი კონტრაქტი „შალკესთან“ გაისად იწურება და გერმანულ კლუბს არ უნდა, რომ ლეონი ზაფხულში უფასოდ გაუშვას, ამიტომ ზამთარში მის გაყიდვას შეეცდება.

მანჩესტერული გრანდის გარდა გორეცკასთვის კატალონიის „ბარსელონა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ იბრძვიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები