ტარნატი: "ტუხელი ბაიერნისთვის იდეალური ვარიანტია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტარნატი: "ტუხელი ბაიერნისთვის იდეალური ვარიანტია"


ტარნატი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი განაპირა მცველი, მიხაელ ტარნატი, მიიჩნევს, რომ თომას ტუხელი "რეკორდმაისტერისათვის" საკმაოდ კარგი არჩევანი იქნება.

"ტუხელმა "ბორუსიაში" დაამტკიცა, რომ საკუთარ სამუშაოს ღირსეულად ასრულებს. მიმაჩნია, რომ თომასი გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

ტუხელმა გერმანული ენა და კულტურა იდეალურად იცის, ამიტომაც მიმაჩნია, რომ იგი "ბაიერნისთვის" იდეალური კანდიდატია", - აღნიშნა ტარნატმა.

კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლის შემდეგ გერმანული გრანდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მთავარი ალტერნატივა სწორედ თომას ტუხელია, რომელიც ახლა თავისუფალია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები