Goal.Ge

10 გამორჩეული ფაქტი ანდრეი შევჩენკოს კარიერიდან


10 გამორჩეული ფაქტი ანდრეი შევჩენკოს კარიერიდან

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ უკრაინელი ლეგენდა ანდრეი შევჩენკო თავის 41-ე დაბადების დღეზე საქართველოში იყო ჩამოსული.

"შევამ" საქველმოქმედო მატჩი გამართა სხვა დიდებულ ვეტერანებთან ერთად. 29 სექტემბერს ჩატარებული ღონისძიება კარგი საბაბია იმისთის, რომ კიდევ ერთელ გავიხსენოთ და თვალი გადადავლოთ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის შთამბეჭდავ კარიერას.

გთავაზობთ "შევას" 10 ყველაზე გამორჩეულ მომენტს.

1. ჰეთ-ტრიკი ბარსელონას კარში
1997-1998 წლის ევროთასების სეზონი "ბარსელონასთვის" კოშმარული გამოდგა. ლუი ვან გაალი შესაფერის ფილოსოფიას ეძებდა რივალდოსა და ლუიშ ფიგუსთვის, თუმცა ვალერი ლობანოვსკის უკრაინულ მანქანას წააწყდა და 7 გაშვებული გოლის შემდეგ სეზონი ნაადრევად დაასრულა. კიევში კატალონიელები სერგეი რებროვმა, იური მაკსიმოვმა და იური კალიტვინცევმა დაამწუხრეს, ესპანეთში კი "ბლაუგრანას" ჯალათად ახალგაზრდა ანდრეი შევჩენკო მოგვევლინა. 21-წლის უკრაინელმა ერთ ტაიმში დაადუმა მთელი "კამპ ნოუ" და "ბარსას" იმ დროინდელი მეკარე ვიტორ ბაია "ნოკაუთით გათიშა". იმ თამაშის შემდეგ, ვან გაალს პორტუგალიელი კიპერი მოედანზე აღარ გამოუყვანია. კატალონიელების განადგურების შემდეგ, "დინამომ" 1/4 ფინალში ვეღარ გადალახა ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონის ტურინის "იუვენტუსის" ბარიერი, თუმცა მომავალ სეზონში უკრაინელებმა კიდევ უფრო მეტად გააოგნეს საფეხბურთო სამყარო. კიეველები 1/2 ფინალამდე მივიდნენ, შევჩენკო კი 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.



2. ევრო 2000-ის მიღმა დარჩენილი რუსეთის ნაკრები
1999 წლის ცივი ოქტომბრის საღამოს "ლუჟნიკებში" გაიმართა დრამატული სანახაობა, რომელსაც მხოლოდ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პენალტების სერია თუ შეედრება. რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად რამდენიმე წუთი აშორებდა, თუმცა ოლეგ რომანცევის შეგირდების გეგმები შევჩენკომ არია. "შევას" 88-ე წუთზე შესრულებულ ჯარიმას მეკარე ფილიმონოვმა ვერაფერი მოუხერხა და ბურთიანად შეფრინდა კარში. უკრაინელმა მოკლა რუსების ყველა ოცნება და ამასთან ერთად "სპარტაკის" კიპერის კარიერაც.



3. ბუფონის კარში გატანილი სუპერ-გოლი
"მილანში" ტრანსფერის შემდეგ, შევჩენკო ნამდვილი სუპერ-ვარვსკვლავი გახდა. უკრაინელი სადებიუტო სეზონშივე გახდა 24 გოლით კალჩოს საუკეთესო ბომბარდირი. "შევამ" შემდეგ წელსაც იდენტური შედეგი დადო. 2001-2002 წლის სეზონის მსვლელობისას "როსონერი" კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, შევჩენკომ პირველივე მატჩში ანახა იტალიელ სპეციალისტს, თუ ვინ მეფობდა "მილანის" იმ დროინდელ შეტევაში. უკრაინელის შეჩერებას ცდილობდნენ ედგარ დავიდსი, ჩირო ფერარა, პაოლო მონტერო და ჯანლუკა პესოტო, თუმცა "შევამ" ყველას აჯობა და ჯიჯი ბუფონს ულამაზესი ბურთი შეუგდო.



4. ინტერის ღამის კოშმარი
შევჩენკო "დერბი დე ლა მადონინას" საუკეთესო ბომბარდირია. სხვადასხვა ტურნირებში უკრაინელმა 14-ჯერ აიღო "ნერიაძურის" კარი. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი კი შევამ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში შეუგდო "ინტერს". მილანური გუნდების პირველი დაპირისპირება 0:0 დამთავრდა, განმეორებით მატჩში კი ანგარიში სწორედ უკრაინელმა გახსნა. მართალია "შავ-ლურჯებმა" ობაფემი მარტინსის ბურთით უპასუხეს მეზობლებს, თუმცა ლიგის ფინალში სწორედ "მილანი" გავიდა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით.



5. გადამწყვეტი პენალტი ოლდ-ტრაფორდზე
2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოსაწყენი სანახაობა გამოდგა. "მილანმა" და იუვენტუსმა" ჯამში 8-ჯერ დაარტყეს კარში და გამარჯვებულის გამოვლინება 120 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხეს. პენატლების სერიაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ მეკარეები ნელსონ დიდა და ჯიჯი ბუფონი, ამ უკანასკნელმა კახა კალაძის დარტყმულიც მოიგერია, თუმცა შევჩენკოს გადამწყვეტ პენალტს უკვე ვერაფერი მოუხერხა.

"ეს იყო დიდებული დღე. იმ თერთმეტმეტრიანის გატანით მე ოცნება ავიხდინე და ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლე", - იხსენებს უკრაინელი.



6. "ოქროს ბურთი"
ევრო 2004-მა უკრაინის ნაკრების გარეშე ჩაიარა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ჟოზე მოურინიოს "პორტომ" იზეიმა გამარჯვება, თუმცა შევჩენკომ იმდენად შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომ "ფრანს ფუტბოლმა" "შევა" პირველ ადგილზე დააყენა. უკრაინელი კვლავ გახდა სერია ა-ს საუკეთესო სნაიპერი, მისი "მილანი" კი სკუდეტოს დაეუფლა. ცნობისთვის, შევჩენკომ რონალდინიოსა და ტიერი ანრის აჯობა.

10 გამორჩეული ფაქტი ანდრეი შევჩენკოს კარიერიდან

7. სტამბულური ფიასკო
"ლივერპულის" ქამბექი არ იქნებოდა ისეთი ეპოქალური შევჩენკოს, რომ გამოეყენებინა ის ცნობილი 100%-იანი მომენტი ირჟი დუდეკის კარში. უკრაინელი დღემდე ვერ ხვდება თუ როგორ გაარტყა ბურთი პოლონელ კიპერს: "წარმოუდგენელია და დაუჯერებელი, თუ როგორ ვერ გავიტანე ის გოლი. ყოველთვის, როდესაც მაგონდება ის მომენტი კოშმარულ ხასიათზე ვდგები", - იხსენებს უკრაინელი. ვერ გამოყენებული შანსის გარდა, "შევამ" გადამწყვეტი პენალტიც გააფუჭა. უდავოა, რომ სტამბულური ფინალი შევჩენკოს კარიერის შავი ლაქაა.



8. წარუმატებელი ტრანსფერი ჩელსიში
უკრაინელი ფორვარდის კარიერაში გარდამტეხი მომენტი 2006 წლის 28 მაისს შედგა. ლონდონის "ჩელსიმ" "მილანს" შევჩენკოს სანაცვლოდ 43,3 მილიონი ევრო გადაურიცხა და პრემიერლიგის რეკორდი მოხსნა. ერთი შეხედვით, "შევას" ცხოვრებაში უნდა დაწყებულიყო ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევებითა და მწვერვალებით, თუმცა უკრაინელს ვერ აეწყო საქმეები ალბიონზე. შევჩენკო ხშირად იღებდა ტრავმებს, შედეგიანობა გაქრა, თვითონ ტრანსფერი კი დღემდე ითვლება პრემიერლიგაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად.
10 გამორჩეული ფაქტი ანდრეი შევჩენკოს კარიერიდან

9. პირველი და უკანასკნელი მუნდიალი
1998 წლიდან მოყოლებული უკრაინის ნაკრები რეგულარულად გადიოდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფში, თუმცა თვითონ მუნდიალამდე მხოლოდ 2006 წელს მიაღწია. იმ გუნდის კაპიტანი და მთავარი ლიდერი, რა თქმა უნდა, შევჩენკო იყო. მისი მეთაურობით უკრაინელები სენსაციურად 1/4 ფინალამდე მივიდნენ, შემდეგ კი მომავალ ჩემპიონებთან, იტალიელებთან დამარცხდნენ. თავად "შევამ" კი ტურნირზე ორი გოლი გაიტანა.



10. მშობლიური ევრო 2012
შევჩენკოს დიდებული კარიერის ბოლო აკორდმა უკრაინა-პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიჟღერა, კერძოდ კი შვედეთის ნაკრებთან წინააღმდეგ მატჩში. იმ თამაშში ბებერმა "შევამ" ორი თავურის წყალობით დაადუმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მისი სკანდინავიელი მეგობრები. უკეთეს დამშვიდობებას ვერავინ ინატრებდა, ვერც უკრაინელი გულშემატკივრები და ვერც თავად მათი სახალხო ლეგენდა. დუბლის გაფორმებაში შევჩენკოს დაეხმარნენ ანდრეი იარმოლენკო და ევგენი კონოპლიანკა, დღეს "შევა" უკვე მათი მთავარი მწვრთვნელია ეროვნულ ნაკრებში.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილტონ ჰეიგი: "ასეთი ახალგაზრდული გუნდით მოგება განსაკუთრებით სასიხარულოა"

საქართველოსა და სამოას მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 27:19 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

გუშინ, 21:01

შარიქაძე: "შესვენებაზე ბიჭებმა ვთქვით, რომ ყურები არ უნდა ჩამოგვეყარა და ბოლომდე გვებრძოლა"

სამოასთან მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 20:57

როჯერ ფედერერისთვის სეზონი დასრულებულია - შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტი გაირკვა

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტი გაირკვა.

გუშინ, 20:39

სამოას მწვრთნელი: "მეორე ტაიმში საქართველო უფრო აგრესიული გახდა და მოხდა ის, რაც მოხდა"

საქართველოსა და სამოას დაპირისპირების შემდეგ კომენტარი სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჯექსონმა გააკეთა.

გუშინ, 20:29

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში შევიდა! - პელესა და რონალდოს გვერდით

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ურუგვაისთან (1:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

გუშინ, 19:25

ჯო კოულმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც უთამაშია

ცნობილი ინგლისელი ნახევარმცველი, ჯო კოული საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 18:57

აგენტი მილანშია! - იბრაჰიმოვიჩის მოთხოვნები ცნობილია

მას შემდეგ, რაც "გელექსი" მლს-ის ფლეი ოფს მიღმა დარჩა, იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

გუშინ, 18:47

"ინტერი ჯერ კიდევ დაინტერესებულია", - მოდრიჩის აგენტის განცხადება

გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო წასვლაზე სერიოზული ჭორები ვრცელდებოდა.

გუშინ, 18:42

ისტორიული ტრანსფერის მოლოდინში: რამდენს იხდის ბარსელონა ჩაკვეტაძის სანაცვლოდ?

ამ კვირაში, ყველაზე აქტუალური თემა ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაა.

გუშინ, 18:30

ისკოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:28

სამოელების ტრადიციული "სივატაუ" საქართველოსთან მატჩის წინ [VIDEO]

ამ წუთებში მიმდინარეობს ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის.

გუშინ, 18:18

ვენგერმა პსჟ-ს ფეხბურთელი ურჩია - Daily Mirror

გარდა ამისა, საქმეში მიუნხენის "ბაიერნიცაა" ჩართული.

გუშინ, 18:17

ბარსელონას პიკეს შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena Ser ავრცელებს.

გუშინ, 18:12

"2013 წელს, პსჟ-სგან წინადადება მივიღე", - რატომ უთხრა უარი ვილაშ-ბოაშმა პარიზელებს?

ცნობილმა სპეციალისტმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ 2013 წელს "პსჟ"-ს ჩაბარება შეეძლო.

გუშინ, 18:06

ბარსელონა ორ ფეხბურთელს ყიდის

კატალონიური გრანდი 73 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

გუშინ, 17:55

ფაბინიოს ორი იტალიური გრანდი უმიზნებს - Sport Mediaset

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ფაბინიომ იანვარში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 17:50

ალბას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?!

"ბარსელონას" ბოსები ხორდი ალბას წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გუშინ, 17:37

რომელ გრანდს შესთავაზა რეალმა კეილორ ნავასის შეძენა?

"რეალის" მეკარე, კეილორ ნავასი გუნდში სათადარიგოთა სკამის კიპერის როლით უკმაყოფილოა.

გუშინ, 17:32

მოურინიომ სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 17:26

ზაფხულში არსენალს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, ზაფხულში არსენალს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა.

გუშინ, 17:20

იუვენტუსის მიმზიდველი წინადადება რეალს

"იუვენტუსს" "რეალის" მცველის, მარსელოს შეძენა უნდა.

გუშინ, 17:14

ბარსელონამ ერთ-ერთი საკვანძო ნახევარმცველის ტრავმა დაადასტურა

კატალონიის "ბარსელონამ", "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.

გუშინ, 16:37

ვალდანო: "რამოსი ისე იქცევა, თითქოს რეალი მისი საკუთრებაა და ფეხბურთიც მან დააარსა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, აღიარა, რომ "სამეფო კლუბის" კაპიტანი, სერხიო რამოსი, ძლიერ პიროვნებად მიაჩნია.

გუშინ, 16:33

კავანიმ ნეიმართან შეტაკებაზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენისა" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

გუშინ, 14:47

შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

წლის უკანასკნელი ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

გუშინ, 14:29

ნეიმარისა და კავანის კონფლიქტის ახალი ტალღა? ედინსონმა თანაგუნდელი არ დაინდო [VIDEO]

მოგეხსენებათ, გუშინ, 16 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

გუშინ, 14:05

ვან დეიკი: "რამოსი საუკეთესო მცველი არ არის, ჩემი ფავორიტი სხვა ფეხბურთელია!"

საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჰოლანდიის მცველს, ვირჯილ ვან დეიკს, ჰკითხეს, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი.

გუშინ, 13:56

აზარი: "ოქროს ბურთი არ დამიმსახურებია"

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა, 2018 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა.

გუშინ, 13:49

ლოვრენი: "ხალხი მაკრიტიკებს, მაგრამ, მათი ხმა არ მესმოდა მაშინ, როდესაც ინგლისმა ვერ გაგვიტანა"

ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ერთა ლიგაზე ინგლისთან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 13:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები