მილანი ჩეხი ტალანტით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი ჩეხი ტალანტით დაინტერესდა


მილანი ჩეხი ტალანტით დაინტერესდა

"უდინეზეს" ახალგაზრდა ნახევარმცველი, იაკუბ იანკტო, შესაძლოა იანვარში "მილანს" შეუერთდეს.

"Corriere dello Sport" იტყობინება, რომ 21 წლის ჩეხი საყრდენი "როსონერის" სპორტული დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის, ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

იანკტომ იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო და 7 თამაშში 1 გოლთან ერთად 2 საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.

იაკუბის მოქმედი კონტრაქტი "უდინეზესთან" 2021 წლამდეა გათვლილი და მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები