სტროტმანს ბარძაყის დაზიანება აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სტროტმანს ბარძაყის დაზიანება აქვს


სტროტმანს ბარძაყის დაზიანება აქვს

"რომას" საყრდენმა ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა, ბარძაყის დაზიანება მიიღო და მისი თამაში უახლოეს მატჩებში საეჭვოა.

ჰოლანდიელმა მოთაშემ ტრავმა "მილანთან" გასვლით თამაშში (2:0) მიიღო და მოედნის შესვენებაზე დატოვება მოუწია.

როგორც ირკვევა, კევინს ბარძაყის პრობლემები აქვს და არ არის გამორიცხული, სერია ა-ს მომდევნო ტურის შეხვედრა, შინ "ნაპოლის" წინააღმდეგ, გამოტოვოს.

სტროტმანი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა კევინ სტროტმანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები