კროოსი: "გვარდიოლას ხელმძღვანელობით 1 სეზონში საგრძნობლად გავიზარდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კროოსი: "გვარდიოლას ხელმძღვანელობით 1 სეზონში საგრძნობლად გავიზარდე"


კროოსი:

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, 2013/14 წლების სეზონი გაიხსენა და პეპ გვარდიოლასადმი მადლიერება გამოხატა.

"უსამართლობა იქნება თუ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველ სეზონს არ დავაფასებ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ იმ წელს საგრძნობლად გავიზარდე, როგორც მოთამაშე.

საკუთარ კარიერას რამდენიმე ეტაპად დავყოფდი: იუპ ჰაინკესი ადრეულ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო, გვარდიოლას კი საკუთარ სისტემაში გადამწყვეტ ფიგურად მივაჩნდი, ვინაიდან ჩემი სათამაშო სტილი მის ფილოსოფიას იდეალურად ერგებოდა", - განაცხადა ტონიმ.

კროოსი მიუნხენური გრანდის აღზრდილია და "სამეფო კლუბს" 2014 წლის ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები