პიკე და რამოსი ბიზნესს ერთად იწყებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიკე და რამოსი ბიზნესს ერთად იწყებენ


პიკე და რამოსი ბიზნესს ერთად იწყებენ

დღეს, ხერარდ პიკემ დაადასტურა, რომ ის სერხიო რამოსთან ერთად ბიზნეს წარმოებას იწყებს.

პრესკონფერენციაზე ესპანელ მცველს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთან უთანხმოებაზე ჰკითხეს, რა დროსაც პიკეს პასუხმა დარბაზში მსხდომი პუბლიკა გაკვირვებული დატოვა.

"ბარსელონას" მცველმა თქვა, რომ რამოსთან ერთად ბიზნესში ერთვება.

ცნობილია, რომ ესპანელი ფეხბურთელები ვებ-გვერდის გახსნას გეგმავენ, სადაც ცნობილ სპორტსმენებს მიიწვევენ.

საიტი ბლოგის ტიპის იქნება და ამჟამინდელი და ყოფილი სპორტსმენები ამა თუ იმ მოვლენაზე საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.

უცხოურ პრესაში რამოსისა და პიკეს წამოწყებას "სპორტული Twitter"-ი უწოდეს, რადგან მათი ვებ-გვერდი Twitter-ის მსგავსი იქნება, უბრალოდ მხოლოდ სპორტსმენებზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები