რატომ არ ვარჯიშობს რონალდუ გუნდთან ერთად? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ არ ვარჯიშობს რონალდუ გუნდთან ერთად?


რატომ არ ვარჯიშობს რონალდუ გუნდთან ერთად?

მადრიდის "რეალის" შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ეროვნულ ნაკრებშია და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

პორტუგალია ანდორასა და შვეიცარის ხვდება, სადაც უნდა გაირკვეს, რომელი გუნდი გავა ჯგუფიდან პირველი ადგილით. ამ მომენტისთვის შვეიცარია პორტუგალიას 3 ქულით ასწრებს.

დღევანდელი ვარჯიშის დროს პორტუგალიელები კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ვარჯიშობდნენ. 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გუნდელებისგან მოშორებით, მარტო გადიოდა წვრთნებს.

MARCA წერს, რომ რონალდუ ამ 2 შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება და ამიტომ ვარჯიშობს განმარტოებით. ასევე, კრიშტიანუ ძალებს ზოგავს და სურს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის ფიზიკურად 100%-ით მზად იყოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები