კურიოზული ფაქტი: რიბერიმ გუნდს 40 000 ევრო მისცა, რათა მისი ძმისთვის ჩუმად გადაეხადათ ხელფასი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კურიოზული ფაქტი: რიბერიმ გუნდს 40 000 ევრო მისცა, რათა მისი ძმისთვის ჩუმად გადაეხადათ ხელფასი


კურიოზული ფაქტი: რიბერიმ გუნდს 40 000 ევრო მისცა, რათა მისი ძმისთვის ჩუმად გადაეხადათ ხელფასი

ფრენკ რიბერის აგენტის კრისტოფე ჰუტის ბიოგრაფიულ წიგნში საუბარი ფრანგ ფეხბურთელზეც არის.

ფრენკ რიბერის ძმა, სტივენ რიბერი მასსავით ფეხბურთელია და დღეს ლიგა 2-ის გუნდში "გაზელეკში" ასპარეზობს, თუმცა მას კარიერის სტარტზე პრობლემები ჰქონდა.

ცნობილია, რომ ის ერთ დროს გუნდიდან გაუშვეს, რა დროსაც ფრენკ რიბერიმ შეუწყო ხელი.

"ბაიერნის" შემტევი ლიგა 2-ის გუნდთან "ავირონთან" მივიდა და მათ მისი ძმის მიღება სთხოვა. სანაცვლოდ კი ფეხბურთელი სტივენის ხელფასს მალულად თვითონ იხდიდა.

რადგან კლუბში მისი ძმა საჭირო არ იყო, შესაბამისად რიბერი ხარჯებს თვითონ ფარავდა. ცნობილია, რომ მან 1 წლის განმავლობაში 40 000 ევრო კლუბს გადაუხადა, რომელიც შემდეგ კლუბმა რიბერის ძმას ხელფასის სახით მისცა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები