ემერი გააკრიტიკეს: "უნდოდა, რომ ბუსკეტსივით მეთამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი გააკრიტიკეს: "უნდოდა, რომ ბუსკეტსივით მეთამაშა"


ემერი გააკრიტიკეს:

"პსჟ"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა, გრეგორ კრიხოვიაკმა იმის თაობაზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ შეძლო პარიზულ კლუბში ადგილის დამკვიდრება.

მოგეხსენებათ, კრიხოვიაკი "პსჟ"-ში "სევილიადან" 2016 წელს, 33 მილიონ ევროდ გადავიდა, ერთ წელიწადში კი იჯარის წესით "ვესტ ბრომვიჩში" გაუშვეს.

"ემერის ხშირად ვესაუბრებოდი. მითხრა, რომ შემადგენლობას ვერ ვეწყობოდი", - ციტირებს კრიხოვიაკის სიტყვებს przegladsportowy.pl.

"გაკვირვებული დავრჩი, რადგან ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. სწორედ მან დამითანხმა "პსჟ"-ში გადასვლაზე".

- ემერი ამბობდა, რომ "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ პროგრესი არ ჩანდა...

"მესმის, რისი თქმა უნდოდა. თუმცა, გარკვეულ დროში გადაწყობა შეუძლებელია. ემერი ამბობდა, რომ ჩემს პოზიციაზე ბუსკეტსივით უნდა მეთამაშა. ჩამშლელის პოზიციაზე ჩემი დავალებების შესრულება არ შემეძლო", - დასძინა პოლონელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები