ბელორუსთან და შვედეთთან მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს სტროოტმანი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბელორუსთან და შვედეთთან მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს სტროოტმანი დააკლდება


ბელორუსთან და შვედეთთან მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს სტროოტმანი დააკლდება

"რომას" ნახევარმცველი, კევინ სტროოტმანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, იტყობინება გუნდის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, "ნარინჯისფრები" ბელორუსს (7 ოქტომბერი) და შვედეთს (10 ოქტომბერი) დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთელი აღნიშნულ მატჩებს კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.

ცნობისთვის, ნაკრების თავკაცს, დიკ ადვოკატს სტროოტმანის შემცვლელი არ გამოუძახებია.

A ჯგუფში ჰოლანდიელები 13 ქულით მესამე ადგილს იკავებენ. ლიდერები საფრანგეთი (17 ქულა) და შვედეთი (16 ქულა) არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები