რეალი მილანის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გადაიხდის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი მილანის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გადაიხდის?


რეალი მილანის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გადაიხდის?

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "რეალი" "მილანის" ნახევარმცველის, სუსოს დამატებითაა დაინტერესებული.

ესპანურმა კლუბმა შესაძლოა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს (მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 2022 წელს ეწურება).

აღინიშნება, რომ "რეალი" ახალგაზრდა შუახაზელში გარეტ ბეილის შემცვლელს ხედავს, რომელიც მადრიდელებს ტრავმის გამო კვლავ გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.

ამ სეზონში სუსომ სერია ა-ში 6 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები