კეინი: "უემბლიზე ინგლისის ნაკრების გაძღოლით ძალიან ვიამაყებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეინი: "უემბლიზე ინგლისის ნაკრების გაძღოლით ძალიან ვიამაყებ"


კეინი:

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა აღნიშნა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრების კაპიტნობით იამაყებს.

მოგეხსენებათ, გუშინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუდგეიტმა თქვა, რომ სწორედ "დეზების" ფორვარდი მოირგებს კაპიტნის სამკლაურს.

"უემბლიზე ინგლისის ნაკრების გაძღოლით ძალიან ვიამაყებ. მნიშვნელოვანი მატჩია", - წერს კეინი სოციალურ ქსელში.

ინგლისი - სლოვენია დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები