პეკერმანი: "ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლა არ მაკვირვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პეკერმანი: "ანჩელოტის ბაიერნიდან წასვლა არ მაკვირვებს"


პეკერმანი:

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ხოსე პეკერმანს "ბაიერნის" თავკაცის პოსტიდან კარლო ანჩელოტის წასვლა არ გაკვირვებია.

გარდა ამისა, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მისი გუნდის ლიდერის, ხამეს როდრიგესის მომავალი მიუნხენელთა რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

"ანჩელოტის წასვლა არ მაკვირვებს, რადგან ამ სეზონის სტარტზე "ბაიერნს" პრობლემები ჰქონდა", - ციტირებს პეკერმანის სიტყვებს Goal.

"იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელები კომფორტულად ვერ მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით ხამესთანაც ვისაუბრეთ. მას დამშვიდება ვთხოვე, რადგან ჩინებულ კლუბში თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ის მწვრთნელი დახვდა, ვისთან ერთადაც "რეალში" იყო".

"ვფიქრობ, ანჩელოტის წასვლა ხამესისთვის არაფერს არ შეცვლის", - დაამატა კოლუმბიის ნაკრების თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები