დაძაბულობა გრძელდება - ატლეტიკო ბარსელონას გულშემატკივრებს ბილეთებს არ მიჰყიდის! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დაძაბულობა გრძელდება - ატლეტიკო ბარსელონას გულშემატკივრებს ბილეთებს არ მიჰყიდის!


დაძაბულობა გრძელდება - ატლეტიკო ბარსელონას გულშემატკივრებს ბილეთებს არ მიჰყიდის!

"ატლეტიკო" "ბარსელონას" გულშემატკივრებს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, 14 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის ბილეთებს არ მიჰყიდის.

როგორც Sky Sports იტყობინება, მადრიდული კლუბი ახალ სტადიონ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ლოგისტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის.

ესპანური პრესის ინფორმაციით, აღნიშნული მატჩის ბილეთების ყიდვა "ბარსას" მხოლოდ რამდენიმე ათეულმა გულშემატკივარმა მოასწრო, მათ შეხვედრაზე დასწრების უფლებას არ ჩამოართმევენ, თუმცა სხვების განაცხადი უარყოფილი იქნება.

ესპანეთში იუწყებიან, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა არა ლოგისტიკას, არამედ მადრიდსა და კატალონიას შორის ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო არსებულ დაძაბულობას უკავშირდებოდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები