ბრაზილიის მწვრთნელი პაულინიოს აქებს: "პროგრესირებს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრაზილიის მწვრთნელი პაულინიოს აქებს: "პროგრესირებს!"


ბრაზილიის მწვრთნელი პაულინიოს აქებს:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ აღნიშნა, რომ ნახევარმცველი, პაულინიო "ბარსელონაში" პროგრესირებს.

გარდა ამისა, "სელესაოს" თავკაცი ამბობს, რომ ფეხბურთელს ბევრი ძლიერი თვისება აქვს, ამიტომაც კატალონიურ გუნდს შესანიშნავად ეწყობა.

შეგახსენებთ, 29 წლის ჰავბეკი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "გუანჩჯოუ ევერგრანდიდან" გასულ ზაფხულს შეუერთდა.

"ვფიქრობ, პაულინიო პროგრესირებს და დონეს იმაღლებს", - ციტირებს ტიტეს სიტყვებს ESPN.

"ეს იმით შემიძლია ავხსნა, რომ "ბარსელონაში" მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ატმოსფერო მეფობს. კარგ სიტუაციაშია, თამაშის წაკითვა იცის. თუმცა, სხვა ძლიერი თვისებებიც აქვს. ამიტომაც "ბარსელონას" იდეალურად ეწყობა".

შეგახენებთ, 2018 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ბრაზილიელებს კიდევ ორი მატჩის გამართვა მოუწევთ. ტიტეს შეგირდები 5 ოქტომბერს ბოლივიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, 11 ოქტომბერს კი შინაურ კედლებში ჩილეს მიიღებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები