ვაკო გვილია: „გვინდა გულშემატკივრებს ძველი სიხარული დავუბრუნოთ“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვაკო გვილია: „გვინდა გულშემატკივრებს ძველი სიხარული დავუბრუნოთ“


ვაკო გვილია: „გვინდა გულშემატკივრებს ძველი სიხარული დავუბრუნოთ“

უელსთან მატჩის წინ საბრძოლო განწყობაა საქართველოს ნაკრებში. ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვაკო გვილიამ ისაუბრა.

_ რთული თამაში გველის გუნდთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მართალია, არ ყავთ ბეილი, მაგრამ ძლიერი გუნდი. ჩვენც მოტივირებულები ვართ, მიუხედავად დანაკლისისა. ყველას გვინდა გულშემატკივრებს ის სიხარული მივანიჭოთ რაც ადრე ჰქონდათ. ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, რადგან ისეთი გუნდის მწვრთნელები, როგორიც ირლანდია, ავსტრია და უელსია, ჩვენზე მორიდებით საუბრობენ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩემ ფორმას, მადლობელი ვარ მწვრთნელი მენდობა. მოსაგებად კი ყველა უნდა გავერთიანდეთ, ფეხბურთელები, გულშემატკივრები მედია... იმედია ხვალ ბევრი გულშემატკივარი მოვა, ეს ჩვენი ბოლო საშინაო შეხვედრაა და ვეცდებით იმედი არ გავუცრუოთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები