ინსინიე: "ბარსელონას ჩემი შეძენა უნდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინსინიე: "ბარსელონას ჩემი შეძენა უნდოდა"


ინსინიე:

"ნაპოლის" შემტევი ნახევარმცველი, ლორენცო ინსინიე, აცხადებს, რომ ამ ზაფხულს მისით კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდებოდა.

"ვამაყობ, რომ აქ დავრჩი. ზაფხულში შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ისინი სერიოზულად არ განმიხილავს.

ჩვენ ვიცით, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ლეო მესისა და ლუის სუარესისნაირი ჩემპიონების გვერდით თამაში ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობ და იმედი მაქვს, ამ გუნდთან ერთად რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევ.

"ინტერმა" და "ტორინომ" სიმაღლის გამო დამიწუნეს, რაც მხოლოდ მათი პრობლემაა. მე კი ყოველთვის "ნაპოლის" მაისურის მორგებაზე ვოცნებობდი და ახლა ამით სიამოვნებას ვიღებ", - განაცხადა ინსინიემ.

26 წლის იტალიელი ნეაპოლური კლუბის აღზრდილია და პირველ გუნდში 2011 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 თამაშში ლორენცომ 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ლორენცო ინსინიე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები