ჰერტას მწვრთნელი: "გერმანიას ქუჩის ფეხბურთელები აკლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰერტას მწვრთნელი: "გერმანიას ქუჩის ფეხბურთელები აკლია"


ჰერტას მწვრთნელი:

ბერლინის "ჰერტას" მთავარმა მწვრთნელმა, პალ დარდაიმ, გერმანულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა შეაფასა და მთავარი პრობლემა დაასახელა.

"ათლეტური და ტაქტიკური თვალსაზრისით, ბუნდესლიგა ახლა უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ადრე იყო.

პირადად ჩვენ ძალიან არ გაგვიმართლა, ვინაიდან ბევრი საგოლე მომენტი გავაფუჭეთ, შემდეგ კი უაზრო პენალტი ავიკიდეთ.

მთავარი პრობლემა კი ალბათ ქუჩის ფეხბურთელების ნაკლებობაა. ბავშვები, რომლებიც დღე და ღამე ბურთს აგორებენ, სულ უფროდაუფრო იშვიათი სანახავია.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ინტერნეტმა, მობილურმა ტელეფონებმა, ფლეისთეიშენებმა, მთელი მსოფლიო დაიპყრო და ახლა ბუნებრივი ტალანტის მქონე მოთამაშეების რაოდენობა შემცირდა.

მთავარ მწვრთნელს შეუძლია დაანახოს მოთამაშეს თუ როგორ იპოვნოს თავისუფალი სივრცე და გაარღვიოს მეტოქის დაცვა, მაგრამ დანარჩენი უკვე მხოლოდ ფეხბურთელის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული", - განაცხადა უნგრელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პალ დარდაი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები