ჰაზენჰიუტლი: "ვერნერი 1 კვირაში დაბრუნდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაზენჰიუტლი: "ვერნერი 1 კვირაში დაბრუნდება"


ჰაზენჰიუტლი:

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა, ტიმო ვერნერის დაზიანებაზე ისაუბრა.

"ტიმო ვერნერი გუნდს ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდება. ასეთია გეგმა, რომლის იმედიც გვაქვს", - აღნიშნა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

24 წლის გერმანელი თავდამსხმელი თავის კლუბს ეროვნული ნაკრების ბანაკიდან დაუბრუნდა. მას კუნთის პრობლემები აქვს და ახლა ლაზარეთში იმყოფება.

"ლაიფციგი" სანაკრებო პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში სტუმრად დორტმუნდის "ბორუსიას" (14 ოქტომბერი) შეხვდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე შინ "პორტუს" მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რალფ ჰაზენჰიუტლი ტიმო ვერნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები