მარიო რუი: "სკუდეტოზე საუბარი ნაადრევია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარიო რუი: "სკუდეტოზე საუბარი ნაადრევია"


მარიო რუი:

"ნაპოლის" მარცხენა მცველმა, მარიო რუიმ, საკუთარი გუნდის ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

"ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, რაც ადასტურებს, რომ ძალიან კარგად ვთამაშობთ. შვიდიდან შვიდი თამაშის მოგება ნამდვილად სერიოზული განაცხადია, მაგრამ სკუდეტოზე ფიქრი ჯერ ადრეა.

ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ და ვნახოთ რა მოხდება თვეების შემდეგ. ამ ეტაპზე შედეგები მართლაც ფანტასტიკურია და სწორედ ეს გვჭირდება ჩემპიონობისთვის. თუმცა სერიოზულად ამაზე რამდენიმე თვეში ვისაუბრებთ", - განაცხადა 26 წლის პორტუგალიელმა.

ნეაპოლური კლუბი იტალიის ეროვნულ ჩემპიონატს 7 ტურის შემდეგ 21 ქულით ლიდერობს და კონკურენტებს, "იუვენტუსსა" და "ინტერს", 2 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარიო რუი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები