ნოიერი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნოიერი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი გახდა


ნოიერი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი გახდა

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, საპატიო პრიზით დაჯილდოვდა - მანუ აზიური ბრენდების ფედერაციის ("The Asia Pacific Brands Foundation" იგივე APBF) ლაურეატი გახდა.

ეს არის კომპანია, რომელიც 2005 წელს დაარსდა და აჯილდოვებს გამორჩეულ ადამიანებს, რომელთაც ბრენდის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

APBF-ში მიაჩნიათ, რომ ადამიანი თავად შეიძლება იყოს ბრენდი და სწორედ იმ წარმატებულ პიროვნებებს აჯილდოვებენ, რომლებიც საკუთარი საქმით საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებენ.

"ისეთი გენიალური ბრენდი, როგორიც მანუელ ნოიერია, ძალიან ბევრი ადამიანის შთაგონების წყაროა", - ვკითხულობთ APBF-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ნოიერის გარდა ამ ფედერაციის პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები მიხაელ შუმახერი, კობი ბრაიანტი, მუჰამედ ალი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები