ჰიტცფელდი: "ჰაინკესი საუკეთესო გამოსავალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰიტცფელდი: "ჰაინკესი საუკეთესო გამოსავალია"


ჰიტცფელდი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდი, მიიჩნევს, რომ იუპ ჰაინკესის დაბრუნება "რეკორდმაისტერისთვის" იდეალური გამოსავალი იქნება.

"იუპ ჰაინკესი? ეს უდავოდ საუკეთესო ალტერნატივა და გამოსავალია. ის ყველანაირად მისაღები კანდიდატია: იუპი იცნობს გარემოს, კლუბს, ვარსკვლავებს.

მე უკვე ყველაფერი დავასრულე და ეს ული ჰიონესმა იცის. 2009 და 2011 წლებში (მიუნხენელებმა 2008/09 და 2010/11 წლების სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს და დროებითი თავკაცი დანიშნეს) "ბაიერნი" ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი, ვინაიდან შვეიცარიის ნაკრებით ვიყავი დაკავებული. 2014 წლის შემდეგ კი საბოლოოდ დავასრულე მოღვაწეობა.

რაც შეეხება იულიან ნაგელსმანს, აშკარაა, რომ "ბაიერნს" იგი სურს, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულა. ნაგელსმანი ნიჭიერი სპეციალისტია, მაგრამ მას გამოცდილებ აკლია", - განაცხადა "გენერალმა."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები