ვერმაელენი უკმაყოფილოა: "ბარსელონას მეორე გუნდშიც კი არ მათამაშებენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერმაელენი უკმაყოფილოა: "ბარსელონას მეორე გუნდშიც კი არ მათამაშებენ"


ვერმაელენი უკმაყოფილოა:

"ბარსელონას" მცველმა ტომას ვერმაელენმა ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

31 წლის ბელგიელი კატალონიურ გუნდში 2014 წელს გადავიდა, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2016-2017 წლების სეზონში ის "რომაში" გაანათხოვრეს, წელს კი კვლავ "ბარსელონაშია".

"სეზონის დაწყების წინ, კლუბმა მითხრა, რომ ტრანსფერზე არ დამაყენებდა და არ გამიშვებდა სხვაგან.

სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავრჩენილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი შემოთავაზება მქონდა.

რა ხდება ახლა? ახლა სიტუაცია ისეთია, რომ "ბარსელონას" მეორე გუნდშიც არ მათამაშებენ", - ამბობს ვერმაელენი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები