ვან დერ საარი: "რონალდუმ რუნის აჯობა, რადგან ის ვარჯიშის შემდეგაც, ვარჯიშობდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვან დერ საარი: "რონალდუმ რუნის აჯობა, რადგან ის ვარჯიშის შემდეგაც, ვარჯიშობდა"


ვან დერ საარი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ ედვინ ვან დერ საარმა უეინ რუნისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

ჰოლანდიელს ჰკითხეს, თუ რის ხარჯზე მოახერხა პორტუგალიელმა ინგლისელზე გაცილებით მაღალ დონეზე ასპარეზობა.

"მახსოვს, რომ რუნიც და რონალდუც მოედანზე 100%-ით იხარჯებოდნენ და ვარჯიშების დროს ინტენსიურად და მძიმედ ასრულებდნენ დავალებებს.

მაგრამ, ამის შემდეგ კრიშტიანუმ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა.

მოედნის გარეთ, რონალდუ კიდევ ცალკე ვარჯიშობდა და მან სხეულის ფორმა უმაღლეს დონეზე აიყვანა", - განაცხადა ვან დერ საარმა და იგულისხმა, რომ კრიშტიანუ გუნდთან ერთად ვარჯიშის გარდა, მარტოც ხშირად ვარჯიშობდა, რამაც მის კარიერაში დიდი როლი ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები