2030 წლის მუნდიალისთვის განაცხადი 3-მა ქვეყანამ ერთიანად შეიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

2030 წლის მუნდიალისთვის განაცხადი 3-მა ქვეყანამ ერთიანად შეიტანა


2030 წლის მუნდიალისთვის განაცხადი 3-მა ქვეყანამ ერთიანად შეიტანა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ტარდება, 2022 წელს მუნდიალს ყატარი უმასპინძლებს.

FIFA უახლოეს პერიოდში 2026 და 2030 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლების ვინაობას გაარკვევს.

2026 წლისთვის მთავარი ფავორიტები ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან.

რაც შეეხება 2030 წელს, არგენტინამ, ურუგვაიმ და პარაგვაიმ განაცხადი ერთიანად შეიტანეს. მათ სურთ, რომ ერთობლივად უმასპინძლონ 2030 წლის ივენთს.

შეგახსენებთ, რომ 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დაარსებიდან 100 წელი გადის.

პირველად, მუნდიალს სწორედ ურუგვაიმ უმასპინძლა და მათ ფინალში არგენტინა 4:2 დაამარცხეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები