რამოსი პიკესთან ურთიერთობაზე: "ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსი პიკესთან ურთიერთობაზე: "ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს"


რამოსი პიკესთან ურთიერთობაზე:

მადრიდის "რეალის" ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა მისი და თავისი თანამემამულის, ხერარდ პიკეს ურთიერთობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ეს 2 ფეხბურთელი ერთმანეთთან დაპირისპირებით ხშირად ხვდება სკანდალში.

"ესპანეთისთვის ეს კვირა ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთთან არ უნდა დავაკავშიროთ და ალბანეთთან მატჩისთვის მოვემზადოთ.

"თუ ფიქრობთ, რომ მე და პიკეს ცუდი ურთიერთობა გვაქვს, ცდებით. ჩვენ ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს", - აცხადებს სერხიო რამოსი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანელები ალბანეთს დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები