მოურინიო: "ამ წამს რომ მანჩესტერი სხვა ჩემპიონატში თამაშობდეს, ტიტულისკენ დიდს ნაბიჯს გადავდგავდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "ამ წამს რომ მანჩესტერი სხვა ჩემპიონატში თამაშობდეს, ტიტულისკენ დიდს ნაბიჯს გადავდგავდით"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით, ახლა რომ მისი გუნდი სხვა ჩემპიონატში თამაშობდეს, ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი ექნებოდა გადადგმული.

"ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან რაც ყველაზე მთავარია, ემოციების კონტროლი ვისწავლე.

ეს სეზონი მანჩესტერისთვის იდეალურად დაიწყო, თუმცა არავინ იცის რა მოხდება სეზონის ბოლოს.

ჩვენ რომ ამ წამს სხვა ჩემპიონატში ვთამაშობდეთ, ასეთი თამაში ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გვექნებოდა გადადგმული, მაგრამ ეს პრემიერ ლიგაა და ბოლო წამამდე ბრძოლაა საჭირო", - აცხადებს მოურინიო.

ამჟამად მოურინიოს "მანჩესტერს" 19 ქულა აქვს და "სიტისთან" ერთად პრემიერ ლიგის ცხრილს ლიდერობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები