» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა!


VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა!

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინის ნაკრებმა პერუს ნაკრები მიიღო და შეხვედრა სენსაციურად 0:0 დაასრულა.

უკვე არგენტინის მუნდიალზე მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ყველასათვის მოულოდნელად ხორხე სამპაოლიმ როტაციას მიმართა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელები სკამზე დასვა.

პირველ რიგში, მან ლიონელ მესი ნახევარდაცვაში გადაწია და ფორვარდის პოზიციაზე "ბოკა ხუნიორსის" შემტევი დარიო ბენდეტო თამაშობდა.

ასევე, ფლანგის შემტევის პოზიციაზე "ატალანტას" ფეხბურთელი ალეხანდრო დარიო გომესი იდგა, მეორე მხრიდან კი ანხელ დი მარია უტევდა.

46-ე წუთზე სამპაოლიმ დი მარია გაიყვანა და მის ნაცვლად "ზენიტის" ფეხბურთელი ემილიანო რიხონი ჩართო შეხვედრაში.

61-ე წუთზე სამპაოლიმ მორიგი საოცრება შესთავაზა მაყურებელს. მან შეხვედრიდან ევერ ბანეგა მოხსნა და ფერნანდო გაგო შეიყვანა, რომელსაც ბოლოს არგენტინის ნაკრებში 2 წლის წინ ჰქონდა ნათამაშები.

მწვრთნელს ამაშიც არ გაუმართლა, ზუსტად 3 წუთში გაგომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანი დატოვა. მის ნაცვლად ამჯერად "რივერ პლეიტის" ფეხბურთელი ენცო პერესი შემოვიდა.

ასეა თუ ისე, სათადარიგო სკამზე დარჩნენ მაურო იკარდი და პაულო დიბალაც. რაც შეეხება გონსალო იგუაინს, მას სამპაოლი ნაკრებში არ იძახებს.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს ლიონელ მესიმ ზუსტად 4-ჯერ გაიყვანა საკუთარი თანაგუნდელები მეკარესთან პირისპირ, თუმცა მათ ვერც ერთი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს.

ამრიგად, მატჩი ფრედ დასრულდა და არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

არგენტინელთა საბედნიეროდ, კოლუმბია შინ პარაგვაისთან დამარცხდა.

ცხრილში ხედავთ, რომ ბოლო ტურის წინ მდგომარეობა არანორმალურად დაძაბულია. ერთდროულად შესაძლოა 5 ნაკრების ბედი, 1 ტურში შეიცვალოს.

შემადგენლობები:

არგენტინა

მეკარე: სერხიო რომერო

მცველები: გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ოტამენდი, ხავიერ მასკერანო, მარკოს აკუნა

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა, ლუკას ბილია, ლიონელ მესი

თავდამსხმელები: ანხელ დი მარია, ალეხანდრო გომესი, დარიო ბენედეტო

ცვლილება: რიხონი 46, გაგო 61, ენცო პერესი 67

პერუ

მეკარე: პედრო გალესი

მცველები: მიგელ არაუხო, ალბერტო როდრიგესი, ალდო კორცო, მიგელ ტრაუსო

ნახევარმცველები: რენატო ტაპია, იოშიმარ იოტუნი, ფარფანი, ედისონ ფლორესი

თავდამსხმელები: სერხიო პენია, ხოსე გუერერო

ცვლილება: კარტაგენა 53, ენდი პოლო 70, პედრო აკინო 82

ბოლო ტურის მატჩები
11 ოქტომბერი, 03:30 - ბრაზილია - ჩილე
11 ოქტომბერი, 03:30 - ეკვადორი - არგენტინა
11 ოქტომბერი, 03:30 - პერუ - კოლუმბია
11 ოქტომბერი, 03:30 - ურუგვაი - ბოლივია
11 ოქტომბერი, 03:30 - პარაგვაი - ვენესუელა

სატურნირო მდგომარეობა
VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა!

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რომელ ევროპულ გუნდს ჰქონდა ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია?

"ლივერპულის" თებერვლის ჩავარდნამდე, ბევრი იწერებოდა მერსისაიდელთა დაუმარცხებელი სერიის შესახებ.

დღეს, 13:17

როდის დაარსდა პირველი საფეხბურთო კლუბი და სად იმყოფება ის ახლა?

ინგლისის რანგით მერვე საფეხბურთო დივიზიონში ბინადრობს გუნდი, უბრალო სახელწოდებით - "შეფილდი".

დღეს, 13:04

ინიესტა ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:51

"კონორსა და ხაბიბს მხოლოდ კარიერის დასრულება დარჩათ", - ფერგიუსონი

UFC-ის მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ტონი ფერგიუსონმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:43

"2004 წლის საბერძნეთი ბრაზილიასა და არგენტინასაც დაამარცხებდა", - ხარისტეასი

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანგელოს ხარისტეასმა თავისი ეროვნული გუნდისთვის ტრიუმფალური ევრო-2004 გაიხსენა:

დღეს, 12:34

"ოქროს ბურთს მხოლოდ მესი უნდა იღებდეს", - ლუისი

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:26

კლოპი: "ალექსანდრ-არნოლდს მხოლოდ ერთი ნაკლი გააჩნდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ:

დღეს, 12:05

რეალის 3 მთავარი სამიზნე ზაფხულისთვის

El Mundo Deportivo-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის მადრიდის "რეალის" სამი მთავარი სამიზნე დაასახელა.

დღეს, 11:49

რეალი თუ ბარსა? რუისისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველით, ფაბიან რუისით.

დღეს, 11:40

ბარსელონა და სევილია გაცვლაზე თანხმდებიან

Sport-ის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის "სევილიაში" დაბრუნება გარდაუვალია.

დღეს, 11:31

მილანმა საინტერესო ბარტერი დაგეგმა

Express Sport Germany-ს თანახმად, "მილანი" ინტერესდება არა მხოლოდ "ლაიპციგის" სპორტული დირექტორით, არამედ კლუბის ფორვარდითაც.

დღეს, 11:21

სად გაიმართება ფერგიუსონისა და გეტჟის ბრძოლა?

როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეტჟის ბრძოლა.

დღეს, 11:13

შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება

Blick-ის ცნობით, "ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება.

დღეს, 11:04

5 გუნდი, რომელიც ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს

AS-მა დაასახელა ხუთი გუნდი, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

დღეს, 10:44

"რეალს მოუხდებოდა", - კასილასმა ყოფილ კლუბს ფეხბურთელი ურჩია

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა იკერ კასილასმა "სამეფო კლუბს" ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 10:24

"რეალში მილიარდი ევროს სანაცვლოდაც არ დავბრუნდებოდი", - ეტო'ო

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ "სამეფო კლუბი" უარყოფითად კიდევ ერთხელ გაიხსენა:

დღეს, 10:16

გვარდიოლა იუვენტუსიდან ძველი შეგირდის გადმობირებას ეცდება

Corriere dello Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი შემტევით დაინტერესდა.

დღეს, 10:05

Marca: რატომ არის რონალდუს რეალში დაბრუნება ცუდი იდეა?

Marca-ს ჟურნალისტმა, ხოსე ფელიქს დიასმა განმარტა, თუ რატომ არის კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალში" დაბრუნება ცუდი იდეა:

დღეს, 09:46

მორატი: "ვიცი, რომ ინტერს მესის გადაბირება უნდა"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ "ინტერს" ლეო მესი სურს.

დღეს, 05:07

დიბალა: "ჩემი იუვენტუსში გადასვლის ისტორია გუშინდელივით მახსოვს"

არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა იმ მომენტს იხსენებს, როცა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

დღეს, 05:04

მანემ კლოპი შეაქო: "მის ხელში დონე აგვიმაღლდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელს იურგენ კლოპს ამ გუნდის თავდამსხმელი სადიო მანე აქებს.

დღეს, 05:00

მარინო: "პრემიერ ლიგის ეს სეზონი აღარ განახლდება"

"უდინეზეს" სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო პრემიერ ლიგაზე საუბრობს.

დღეს, 04:58

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 03:41

"ჰარი კეინი ახალგაზრდა შირერს მაგონებს"

ყოფილი მეკარე მაიკ ტეილორი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ ლიდერს, ჰარი კეინს აქებს.

დღეს, 03:35

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ფეხბურთელებმა ეს ნორმალურ ფაქტად უნდა აღიქვან"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ ფეხბურთელები კრიზისს უნდა შეეგუონ.

დღეს, 03:11

უკრაინიდან წასვლის შემდეგ, შევჩენკო პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში იმუშავებს

ცნობილი ანალიტიკოსი ანდრეა მალდერა აცხადებს, რომ ანდრეი შევჩენკოს პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში მუშაობა სურს.

დღეს, 03:03

ზუსტად 39 წლის წინ! დინამო 3:0 ფეიენოორდი [VIDEO]

1981 წლის 8 აპრილს, თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 02:48

ზუსტად 12 წლის წინ! უოლკოტის სასწაული სპრინტი და ადებაიორის გოლი [VIDEO]

2008 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "არსენალი" მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:47

რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს!

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 01:18

პოგბა მანჩესტერთან კონტრაქტს საკუთარი ფულით გამოისყიდის?!

L'Equipe-ის თანახმად, პოლ პოგბას იმდენად უნდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა, რომ ის კონტრაქტის საკუთარი ფულით გამოსყიდვაზეც თანახმაა.

დღეს, 00:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10