ლუკაკუ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლუკაკუ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს


ლუკაკუ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს

ბელგიის ნაკრებში დაადასტურეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.

ცნობისთვის, ზემოთაღნიშნული მატჩი ხვალ, 7 ოქტომბერს, სარაევოში გაიმართება.

აღინიშნება, რომ ფორვარდი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, რათა 10 ოქტომბერს, კვიპროსთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლოს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ლუკაკუმ კოჭი ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.

2017/18 წლების სეზონში ლუკაკუს ანგარიშზე 10 მატჩში ჩატარებული 11 გოლია. ნაკრების მაისურით გამართულ ორ საშემოდგომო შეხვედრაში კი 4 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები