ტიაგო სილვა ტრავმირებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო სილვა ტრავმირებულია


ტიაგო სილვა ტრავმირებულია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ტიაგო სილვამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლივიასთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

"პსჟ"-ს უკანახაზელი ზემოთაღნიშნული შეხვედრის 29-ე წუთზე დაშავდა, მის ნაცვლად კი მინდორზე მარკინიოსი მოგვევლინა.

სილვამ მინდორი ექიმების დახმარებისა და საკაცის გარეშე ვერ დატოვა. უახლოეს საათებში მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ტრავმის სისერიოზულეც გავრცელდება ინფორმაცია.

ცნობისთვის, დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა - 0:0.

შეგახსენებთ, ბრაზილიელმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდეს. ტიტეს შეგირდები ბოლო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ჩილესთან გამართავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები