კეინი: "მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით ძალიან გახარებულები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეინი: "მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით ძალიან გახარებულები ვართ"


კეინი:

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სლოვენიასთან (1:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდმა რთული დავალება შეასრულა და ფინალური სტადიის საგზური მოიპოვა.

მოგეხსენებათ, ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ "ტოტენჰემის" ფორვარდი გახდა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით, ესაა ყველაზე მთავარი", - ციტირებს კეინის სიტყვებს BBC.

"სლოვენიასთან მატჩში ვითმენდით და ველოდებოდით, როდის დაიღლებოდა მეტოქე. რთული დავალება შევასრულეთ, ძალიან გახარებულები ვართ. თუმცა, კიდევ ერთი შეხვედრა დარჩა, რომელიც უნდა მოვიგოთ", - დასძინა ინგლისელმა ფორვარდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები