ნიგერიის ნაკრები რამდენიმე ინგლისელ ფეხბურთელს იწვევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნიგერიის ნაკრები რამდენიმე ინგლისელ ფეხბურთელს იწვევს


ნიგერიის ნაკრები რამდენიმე ინგლისელ ფეხბურთელს იწვევს

ნიგერიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეიდი ბუტროიდამ თქვა, რომ ინგლისში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელის მიწვევითაა დაინტერესებული.

საუბარია "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" ნახევარმცველებზე, ოლუვასეი ოჯოზე და ჯოშუა ონომაზე, გარდა ამისა, "სუონსის" თავდამსხმელ ტეიმი აბრაჰამზე, "ლივერპულის" შემტევ დომინიკ სოლანკეზე და "ევერტონის" ფორვარდ ადემოლ ლუკმანეზე.

"ნიგერია რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელის ყურადღების მიპყრობას ცდილობს", - ციტირებს ბუტროიდას სიტყვებს The Telegraph.

"იყო საუბრები აბრაჰამსა და ოჯოზე. თუმცა, ყველაფერი ასე ადვილი არ არის, ამიტომაც იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ისინი ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები