არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა


არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

"ბოკა ხუნიორსისა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, ფერნანდო გაგომ მძიმე ტრავმა მიიღო, იუწყება ეროვნული გუნდის პრესსამსახური.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დადგინდა, რომ "ალბისელესტეს" შუახაზელს მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელი პერუს ნაკრებთან (0:0) გამართულ გუშინდელ შეხვედრაში მინდორზე მე-60 წუთზე მოგვევლინა და დაახლოებით 4 წუთში დაშავდა.

აქვე შეგახსენებთ, არ არის გამორიცხული, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა არგენტინელების გარეშე ჩაიაროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები