ოფიციალურად: ინიესტა ბარსელონაში კარიერის ბოლომდე დარჩება! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ინიესტა ბარსელონაში კარიერის ბოლომდე დარჩება!


ოფიციალურად: ინიესტა ბარსელონაში კარიერის ბოლომდე დარჩება!

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესსამსახური.

აღინიშნება, რომ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ესპანელი კატალონიურ კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩება.

წინა შეთანხმების თანახმად, კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურებოდა. ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალური ცერემონია დღეს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

აქამდე, ფეხბურთელთან თანამშრომლობის გახანგრძლივება კატალონიელთა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა.

ცნობისთვის, ინიესტა "ბარსაში" 2002 წლიდან თამაშობს - 639 მატჩი, 55 გოლი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები